Monday, February 6, 2017

სიმრავლეთა გაერთიანება და თანაკვეთა VII კლასი



გაკვეთილის გეგმა
კლასი
                              VII
საფეხური
  II
მოსწავლეთა რაოდენობა
10
საგანი
მათემატიკა
გაკვეთილის თემა
სიმრავლეთა გაერთიანება და თანაკვეთა. ვენის დიაგრამები
აქტუალურობა
ვენის დიაგრამების გამოყენებით მარტივდება რთული ამოცანების ამოხსნა
მიზანი
 სიმრავლეებზე ოპრაციების თვალსაჩინოდ წარმოდგენის უნარის განვითარება.ამოცანების ამოხსნის თვალსაჩინო ხერხების გამოყენების უნარების განვითარება
წინარე ცოდნა
სიმრავლის,ქვესიმრავლის, ცარიელი სიმრავლის ცნებები. მიკუთვნების და ჩართულობის ნიშნის გამოყენება
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი, პლაკატები და პრეზენტაციისათვის პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა: 1.კითხვა 1. მოიყვანეთ ცარიელი სიმრავლის მაგალითები?
კითხვა 2. როგორ აღინიშნება ცარიელი სიმრავლე? კითხვა 3. რამდენი ქვესიმრავლე აქვს ცარიელ სიმრავლეს?   კითხვა 4. დაასახელეთ ორი განსხვავებული A და B არაცარიელი სიმრავლე?  
კითხვა 5. დაასახელეთ ისეთი C სიმრავლე რომელიც შედგება მხოლოდ იმ ელემენტებისაგან რომელიც შედის დასახელებული სიმრავლეებიდან ერთში მაინც?
კომენტარი:  ასეთ სიმრავლეს ეწოდება სიმრავლეთა გაერთიანება აღინიშნება  ,, Ս“ სიმბოლოთი
კითხვა 6.სიმრავლეთა გაერთიანების ნიშნის გამოყენებით გამოსახეთ C სიმრავლე? სიმრავლეთა გაერთიანების გამოსახვა ვენის დიაგრამით,ყველა ვარიანტის გათვალისწინებით. პლაკატი #1.  (14 წთ)
აქტივობა 2: დასახელებული ორი სიმრავლიდან შეადგინეთ ისეთი სიმრავლე რომელის ელემენტები შედგება ამ სიმრავლეების საერთო ელემენტებისაგან ?
კომენტარი: მიღებულ სიმრავლეს ეწოდება ორი სიმრავლის თანაკვეთა და აღინიშნება Ո სიმბოლოთი.
სიმრავლეთა თანაკვეთა გამოისახება ვენის დიაგრამაზე ყველა შესაძლო შემთხვევებით პლაკატი #2. (11 წთ)
აქტივობა 3: სავარჯიშოებზე მუშაობა.# 4;#5; # 7; #10.
ამ სავარჯიშოებზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეებს შეუძლია ზოგიერთი სიმრავლური ტოლობის დასაბუთება და წარმოდგენა (15 წთ)

შეფასება
მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში; მსჯელობის, კვლევის და პრეზენტაციის უნარი.შეფასება მოხდება წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით სადაც განსაზღვრული იქნება ,,დაბალი“ 1-3 ქ, ,,საშუალო“ 4-6 ქ ,,კარგი“ 7-8 ქ  და ,,საუკეთესო“ 9-10  ქ შედეგები (3 წთ)ქულების მიხედვით.
საშინაო დავალება
#3; #8; #11; #15; #17    (2 წთ)












No comments:

Post a Comment