გაკვეთილის თემა
|
ფართობი
|
|
კლასი
|
V
|
|
საგანი
|
მათემატიკა
|
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
6 სსსმ მოსწავლე არ არის
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების ფართობის გამოთვლაში გაწაფვა და მისი პრაქტიკული
გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში
|
|
ე.ს.გ-თან შესაბამისობა
|
მათ. V.9. მოსწავლეს შეუძლია
ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება.
|
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლემ შეძლოს ფიგურის ფართობის შეფასება, სიდიდეთა გაზომვის არის
უკეთ დაუფლება,ფიგურათა ფართობის დასადგენად გაზომვებისა და გამოთვლების უნარის განვითარება
|
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლე იყენებს სიგრძის ერთეულებს მანძილის გასაზომად. ამყარებს ურთიერთკავშირს
სიგრძის ერთეულებს შორის. ცნობს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს, ბრტყელი ფიგურებიდან
გამოყოფს მრავალკუთხედებს, არჩევს ოთხკუდხედთა სახეებს
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
1 ფაზა
(წინასწარ)
აქტივობა1.
(4 წთ) მისალმების შემდეგ მასწავლებელი ამოწმებს საშინაო
დავალებას ფრონტარულად და განიხილავს პრობლემურ საკითხებს მოსწავლეთა მონაწილეობით.
აქტივობა2.
(6წთ)
კითხვა1.დაასახელეთ სიგრძის ერთეულები?
კითხვა2. პლაკატზე გამოსახული ფიგურებიდან რომელი არის მრავალკუთხედი?
კითხვა3.სიგრძის რომელი საზომი ერთეულით არის მიზანშეწონილი მითითებული
კვადრატის გვერდის გაზომვა?
მოსწავლეები გასცემენ დასმულ შეკითხვებს პასუხს, მასწავლებელი აზუსტებს
მოსწავლეთა პასუხებს.
2 ფაზა (განმავლობაში)
აქტივობა
1. (8წთ) მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად (ჰეტეროგენულ ჯგუფებად, ჯგუფში 3 მოსწავლე) და
ეძლევათ მართკუთხედისა და კვადრატის ფორმის ფირფიტები, მათ ევალებათ, რომ გაარკვიონ
რამდენი პატარა კვადრატი იქნება საჭირო მათ მთლიანად დასაფარად ამისათვის მათ ეძლევათ საჭირო რაოდენობის პატარა კვადრატების უმცირესი
რაოდენობა, თუ მოსწავლე ვერ ასრულებს დავალებას მაშინ მას დამატებით მიეცემა კვადრატების
ის რაოდენობა, რომელსაც ისინი მოითხოვენ, მოსწავლე უნდა მიხვდეს, თუ როგორ შეიძლებოდა
პატარა კვადრატების რაოდენობის გამოთვლა ფირფიტის მთლიანი დაფარვის გარეშე.
მასწავლებელი სვამს კითხვას,
როგორ შეიძლება ვიპოვოთ მართკუთხედის ფართობი თუ ცნობილია მისი გვერდები? როგორ გამოითვლება
კვადრატის ფართობი თუ ცნობილია მისი გვერდი?
აქტივობა4
(5წთ). I ჯგუფს ეძლევა ფიგურა, რომელიც დაფარულია ერთეულოვანი კვადრატებით,
გაყოფილია ორ არედ: დავალება გაიგონ თითოეული არის ფართობი; შემდეგ მთლიანი ფართობი.
II ჯგუფს
ეძლევა ფიგურა, რომელიც დაფარულია პატარა კვადრატებით; დავალებაა დაყონ ფიგურა ორ
მართკუთხედად, გაიგონ თითოეულის ფართობი და მთლიანი ფართობი.
აქტივობა .5 (7წთ). ფართობის ერთეულის შემოღება.
კვადრატული სანტიმეტრის და კვადრატული
მილიმეტრის ჩვენებით. კავშირის დადგენა კვ.სმ და კვ.დმ შორის.აგრეთვე სხვა ერთეულებს
შორის.
აქტივობა
.6 (10 წთ)
სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოების მსგავსი სავარჯიშოების (ტესტების)
მიცემა წყვილებზე ბარათების სახით. გვ 94 , #3, #6, #7, #8
|
|
შეფასება
|
მოსწავლეებს შორის ურთიერთშეფასება, განმავითარებელი კომენტარები (4 წთ)
|
|
საშინაო დავალების მიცემა
|
გვ97, #3, #5, #9, #13. (2 წთ)
|
|
გამოყენებული რესურსები
|
დაფა,ცარცი, ფორმატის ფურცლები, პლაკატი,კალმები, სახელმძღვანელო, პატარა
ბრტყელი კვადრატები, დიდი მართკუთხედი და კვადრატი.
|
|
ინდივიდუალური
მუშაობის შეფასების რუბრიკა
კომპენტეციის დონე
|
შეფასება
|
სხარტად და ზუსტად ასრულებს გამოთვლებს,
სრულად და ადვილი გზით აგნებს პასუხს, გამოთქვამს მოსაზრებებს და განმარტავს მოქმედებებსა
და მათ შედეგებს
|
სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა
თავი
|
მცირე უზუსტობებით და დაყოვნებით
ასრულებს გამოთვლებს
|
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ
მუშაობას უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის
|
შეფერხებებით და შეცდომებით ასრულებს
გამოთვლებს, უხერხული გზით და ნაწილობრივ ხსნის ამოცანებს
|
საჭიროებს შემდგომ მეცადინეობას
იმავე საკითხებზე მასწავლებლის ხელმძღვანელობით
|
No comments:
Post a Comment