გაკვეთილის თემა
|
დრო. დროის ერთეულები
|
კლასი
|
V
|
საგანი
|
მათემატიკა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
4
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
დროის ერთეულებს შორის კავშირის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას. წყვილებში
ურთიერთანამშრომლობა და დროის მართვა. დროის საზომი ხელსაწყოს საათის გამოყენება
ამოცანების ამოხსნისას
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლემ შეძლოს დროის ინტერვალის აღწერა; არითმეტიკული მოქმედებების
საშუალებით დროის და დროის ინტერვალების დადგენა; ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან
დაკავშირება; გამოსახოს დროის დიდი ერთეული მცირე ერთეულით (მაგ: 1სთ=60წთ); ერთი
საათის ნახევარს/მეოთხედს გამოსახავს წუთებით; იყენებს ნაშთით გაყოფას ზომის მოცემულერთეულებში
მონაცემის სხვა ერთეულით გამოსახვისას (მაგ: რამდენი საათია 100 წთ)
|
წინარე ცოდნა
|
დროის ძირითადი ერთეულების ცოდნა
რომაული ციფრებით რიცხვების ჩაწერა
არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე. ნაშთიანი გაყოფა
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
დავალების შემოწმება (5- წთ)
|
A
ფაზა (გამოწვევა) (10 წთ )
მოსწავლეები იხსენებენ რომ 1 საათში 60 წთ-ია, დღე-ღამეში 24 სთ, წელიწადში
365 ან 366 დღეა. იმისათვის, რომ დრო სწორად აღნიშნულიყო შემოიღეს ,,ნაკიანი წელი“.
ყოველი 365 დღიანი სამი წლის შემდეგ, მეოთხე წელი 366 დღით განისაზღვრა რომის იმპერატორის
იულიუს კეისრის დადგენილებით.
ვსვამ კითხვებს: რამდენი თვეა
წელიწადში?- რამდენი დღეა კვირაში?
1 საუკუნე რამდენი წელია ?მოსწავლეებს ვუხსნი რომ ნაკიანია წელი, თუ
წლის აღმნიშვნელი რიცხვი უნაშთოდ იყოფა 4-ზე, ასევე ორი ნულით დაბოლოებული წლები.
ამ წესების გათვალისწინებით გაარკვიეთ რომელი წელია ნაკიანი: 1972, 2000, 2002, 2004, 2010?
რამდენი წუთია 2 საათში?
რამდენი წამია 2 საათში? (პლაკატი #1)
|
|
B
ფაზა: (ცოდნის
კონსტურირება) (13წთ) მოსწავლეებს ვანაწილებ წყვილებად და ვაძლევ წინასწარ
გამზადებულ ბარათებს სადაც მოცემულია ამოცანები, ამოხსნის შემდეგ თითო მოსწავლე წყვილიდან
წარმოადგენს თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაციას.
|
|
C ფაზა (ცოდნის გაღრმავება)
(10 წთ)
ცოდნის გაღრმავების მიზნით შეკითხვები მზა პლაკატზე არის დაწერილი,წინასწარ დახურულად ფურცლებზე
წერია ციფრები 1-დან 8-ის ჩათვლით, მოსწავლე იღებს ნომერს და პასუხობს შესაბამის
შეკითხვას, თუ თვითონ ვერ პასუხობს ეხმარებიან სხვა მოსწავლეები, ანალოგიურად იქცევიან
სხვა მოსწავლეებიც.
|
|
შეფასება
|
მოსწავლეებს შორის ურთიერთ შეფასება წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით.
განმავითარებელი კომენტარები (5 წთ)
|
საშინაო დავალების მიცემა (2
წთ)
|
|
გამოყენებული რესურსები
|
დაფა,ცარცი, ფორმატის ფურცლები, პლაკატი,კალმები, სახელმძღვანელო.
|
Monday, February 6, 2017
გეკვეთილის გეგმა მათემატიკა დრო-დროის ერთეულები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment