Sunday, February 12, 2017

მოცულობა მე-6 კლასი




საგანი
მათემატიკა
გაკვეთილის თემა
მოცულობა
მოსწავლეთა რაოდენობა
3 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის
ე.ს.გ-თან შესაბამისობა
მათ. VI.7.

საჭირო დრო
45 წთ
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლლებმა ისწავლონ კუბის და მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობის გამოთვლა. მოცულების ერთეულებს შორის კავშირის დამყარება.
წინარე ცოდნა
მოსწავლე ცნობს ბრტყელ და სივრცით გეომეტრიულ ფიგურებს, გეომეტრიული ფიგურების მიდგმით შეუძლია სხვადასხვა ფიგურების შექმნა, ამყარებს კავშირს სიგრძის სხვადასხვა ერთეულებს შორის, იცის 10-ის ხარისხები.
გაკვეთილის მსვლელობა

I ფაზა (წინასწარ).

აქტივობა:1. (5წთ)
 მისალმების შემდეგ ვამოწმებ დავალებას ფრონტარულად და   განვიხილა პრობლემურ საკითხს მოსწავლეთა მონაწილეობით.
აქტივობა:2. (5წთ).
პლაკატის განხილვა, სადაც გამოსახულია სივრცითი გეომეტრიული ფიგურები (კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, სამკუთხა პირამიდა, ოთხკუთხა პირამიდა, პრიზმა).
  კითხვა1.დაასახელეთ პლაკატზე გამოსახული სივრცითი გეომეტრიული ფიგურები?
კითხვა2. სიგრძის საზომი რომელი ერთეულით არის მიზანშეწონილი პლაკატზე მოცემული მართკუთხა პარალელეპიპედის განზომილებების გაზომვა?
კითხვა3. რამდენი სანტიმეტრია 1 მეტრი?
კითხვა4. რამდენი დეციმეტრია 1 მეტრი?


II ფაზა (განმავლობაში)

 აქტივობა 1: ჯგუფური მუშაოაბა (15 წთ)

  ჯგუფს  ვაძლევ ღია მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის  პატარა ყუთს და რამდენიმე პატარა კუბიკს.  მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვებს პასუხები დაწერონ ფორმატის ფურცელზე და გააკეთონ პრეზენტაცია:
1.    რამდენი პატარა კუბიკით დაიფარება ფუძე (ძირი) ერთ ფენად?
2.    როგორ გამოთვალე?
3.    რამდენი ასეთი ფენა ჩაეტევა მოცემულ მართკუთხა პარალელელპიპედში?
4.    რამდენი პატარა კუბიკი ჩაეტევა სულ?
5.    როგორ გამოთვალე?

აქტივობა 2. მინი ლექცია (5 წთ)

შემომაქვს მოცულობის, მოცულობის ერთეულის ცნება, ფორმულები
 V=abc, V=a  .  და მოცულობის ერთეულებს შორის კავშირი 1ლიტრი=1000მლ.
1დმ=1000სმ
1სმ=0,001დმ
  III ფაზა (შემდგომ) (10 წთ)

მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა ამოხსნან ამოცანები.
სახელმძღვანელოდან. #1. #2. #4





     







 
გაკვეთილის შეჯამება
მოსწავლეებს ვთხოვ მოკლედ შეაჯამონ გაკვეთილი (3წთ)
შეფასება
სწავლის პროცესს ვაკვირდები მუშაობისას; როგორ მუშაობს მოსწავლე, ჯგუფში და ინდივიდუალურად. მოსწავლის მიღწევებზე ვმსჯელობ იმის მიხედვით, თუ რამდენად ახერხებს ახალი ნასწავლი საკითხის გამოყენებას ტექსტურ ამოცანებში.
საშინაო დავალება


სახელმძღვანელო: გვ: 214, ამოცანა # 1;2; 4;7;10 (2წთ)
გამოყენებული რესურსები
დაფა, ცარცი, კუბიკები, პლაკატი,აქტივობის ბარათი,ღია გამჭვირვალე მართკუთხა პარალელეპიპედი, სახელმძღვანელო, ფორმატის ქაღალდი.
ინდივიდუალური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
შეფასება
ზუსტად ითვლის მართკუთხა პარალელეპიპედის და კუბის მოცულობას, ამყარებს კავშირს მოცულობის ერთეულებს შორის
მაღალი (წარმატებით გაართვა თავი)
ხარვეზებით ითვლის მოცულობას, უხერხული გზით ხსნის ამოცანებს, თვალსაჩინოების საშუალებით წარმოადგენს კუბის და მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობას
საშუალო (საჭიროებს დამატებით მუშაობას)
ვერ ითვლის მოცულობას, თვალსაჩინოებების გამოყენებითაც კი.
დაბალი ( საჭიროებს მეცადინეობას იმავე საკითხზე მასწავლებლის ხელმძღვანელობით)

No comments:

Post a Comment