Monday, December 2, 2013

პროექტი მათემატიკაში

პროექტის სახელწოდება
ისტორიული ძეგლები და მათემატიკა
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეთათვის სივრცული ხედვის განვითარება და სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს შორის კავშირების დადგენა. მათემატიკური ცოდნის გამოყენება ისტორიული ძეგლების საკითხების კვლევაში.
პროექტის აქტუალურობა
·         აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეებს დაეხმარება ბრტყელი და სივრცითი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობაში
·          მათი ფართობის და მოცულობის გამოთვლაში.
·         მათი მშენებლობაშიგამოყენების აუცილებლობაში.
პროექტის მიზანი
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, თეორიულად ცნობილი  მათემატიკური ფორმულების პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი
16-17 წელი
მოსწავლეთა რაოდენობა
15
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან: სამკუთხედის ამოხსნა, იცნობენ ბრტყელ და სივრცით გეომეტრიულ ფიგურებს. ბრტყელი ფიგურის ფართობი. სივრცითი ფიგურის მოცულობა.
პროექტის ხანგრძლივობა
2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები დაეუფლებიან ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევებს. განუვითარდებათ თნამშრომლობით მუშაობის უნარი. გაუჩნდებათ ინტერესი სხვა კულტურული ძეგლების შესწავლის.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა
მათ.XII.5. მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომებ პოვნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.გეოგრაფია,გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები. ისტორია ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.  ისტ ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

პროექტის მსვლელობა
აქტივობა1. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება ჯგუფებს შორის.
1.      ძეგლის  ექსტერიერის შესწავლა.
2.      ძეგლის  ინტერიერის შესწავლა,
3.      ძეგლის ისტორიის და თქმულებების  შესახებ ინფორმაციის მოიძიება ინტერნეტიდან.
აქტივობა 2. თითოეული ჯგუფი დავალების შესრულების შემდეგ იწყებს სხვა დავალებაზე მუშაობას. ყველა ჯგუფი სხვადასხვა დდროს მუშობას ერთიდაიგივე დავალებაზე
აქტივობა3. მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება:
·         წარმოადგინოს ციხის ძირითადი ცალკეული ნაგებობების შესახებ შემდეგი მონაცემები: სიგრძე, სიგანემ , სიმაღლე, ფართობი, მოცულობა და გემოეტრიული ფორმები
·         წარმოადგინოს ინფორმაცია ნოღის ციხის შესახებ და ხალხში არსებული თქმულებები ამ ციხესთან დაკავშირებით

აქტივობა 4. პრეზენტაციის მომზადება
  პრეზენტაციას ამზადებენ კვლევის შესახებ.

აქტივობა 5. პრეზენტაციის წარდგენა ჯგუფების მიერ

აქტივობა 6. შეჯამება
 პრეზენტაციის და ჯგუფების მუშაობის  შეჯამება და დასკვნების გამოტანა.
საჭირო რესურსები
სიგრძის საზომი ხელსაწყო, შვეული , თარაზო , თოკი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი , პროექტორი პრეზენტაცისათვის. საწერი მასალა, თაბახის ფურცლები.
კავშირი სხვა საგნებთან
გეოგრაფია,გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები. ისტორია ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.  ისტ ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
პროექტის ხელმძღვანელი
ირაკლი დამენია
ელ.ფოსტა
dameniairakli@gmail.com
ბლოგი
Dameniairakli. blogspot.com


No comments:

Post a Comment