Monday, December 2, 2013

პროექტის პრეზენტაციის შეფასება

კრიტერიუმი/შკალა
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი საერთოდ არ არის მოწესრიგებული, პრზენტაციიდან ძეგლის შესახებ შინაარსის გამოტანა შეუძლებელია
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი  მოწესრიგებულია ხარვეზებით, პრეზენტაციიდან შეუძლებელია ძეგლის შესახებ შინაარსის გამოტანა
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი   მოწესრიგებული , პრეზენტაციიდან ნაწილობრივ შეიძლება ძეგლის შესახებ შინაარსის გამოტანა
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი   მოწესრიგებული ხარვეზების გარეშე, პრეზენტაციიდან ნათლად შეიძლება ძეგლის შესახებ  შინაარსი გამოტანა
პრეზენტაციის მიზანთან შესაბამისობა
პრეზენტაციიდან მიზანი არ არის მიღწეული, მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული
პრეზენტაციიდან მიზანი ნაწილობრივ იქნა მიღწეული, მოთხოვნები ნაწილობრივ არის გათვალისწინებული
პრეზენტაციიდან მიზანი ნაწილობრივ იქნა მიღწეული, მოთხოვნები ნაწილობრივ არის გათვალისწინებული
პრეზენტაციიდან მიზანი სრულად იქნა მიღწეული, მოთხოვნები სრულად არის გათვალისწინებული
პრეზენტაციის დავალებასთან შესაბამისობა 
პრეზენტაცია არ შეესაბამება დავალების მოთხოვნებს
პრეზენტაცია ნაწილობრივ შეესაბამება დავალების მოთხოვნებს, არ მიჰყვება დავალების ინსტრუქციას
პრეზენტაცია  შეესაბამება დავალების მოთხოვნებს, არ მიჰყვება დავალების ინსტრუქციას
პრეზენტაცია აბსოლუტურად შეესაბამება დავალების მოთხოვნებს, თანმიმდევრობით მიჰყვება დავალების ინსტრუქციას
პრეზენტაციის მრავალფეროვნება
პრეზენტაცია საერთოდ არ არის მრავალფეროვანი, არ არის წარმოდგენილი  შესაბამისი ფოტოები
პრეზენტაციაზე წარმოდგენილია ფოტოების მწირი რაოდენობა
პრეზენტაციაზე წარმოდგენილია ფოტოების არასაკმარისი რაოდენობა
პრეზენტაციაზე წარმოდგენილია ფოტოების საკმარისი რაოდენობა
პრეზენტაციის შესრულების ორიგინალობა
პრეზენტაცია საერთოდ არ არის ორიგინალური
პრეზენტაცია ნაწილობრივ არის ორიგინალური
პრეზენტაცია უმეტესად შესრულებულია ორიგინალურად
პრეზენტაცია მთლიანად არის ორიგინალური

პროექტი მათემატიკაში

პროექტის სახელწოდება
ისტორიული ძეგლები და მათემატიკა
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეთათვის სივრცული ხედვის განვითარება და სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს შორის კავშირების დადგენა. მათემატიკური ცოდნის გამოყენება ისტორიული ძეგლების საკითხების კვლევაში.
პროექტის აქტუალურობა
·         აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეებს დაეხმარება ბრტყელი და სივრცითი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობაში
·          მათი ფართობის და მოცულობის გამოთვლაში.
·         მათი მშენებლობაშიგამოყენების აუცილებლობაში.
პროექტის მიზანი
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, თეორიულად ცნობილი  მათემატიკური ფორმულების პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი
16-17 წელი
მოსწავლეთა რაოდენობა
15
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან: სამკუთხედის ამოხსნა, იცნობენ ბრტყელ და სივრცით გეომეტრიულ ფიგურებს. ბრტყელი ფიგურის ფართობი. სივრცითი ფიგურის მოცულობა.
პროექტის ხანგრძლივობა
2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები დაეუფლებიან ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევებს. განუვითარდებათ თნამშრომლობით მუშაობის უნარი. გაუჩნდებათ ინტერესი სხვა კულტურული ძეგლების შესწავლის.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა
მათ.XII.5. მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომებ პოვნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.გეოგრაფია,გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები. ისტორია ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.  ისტ ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

პროექტის მსვლელობა
აქტივობა1. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება ჯგუფებს შორის.
1.      ძეგლის  ექსტერიერის შესწავლა.
2.      ძეგლის  ინტერიერის შესწავლა,
3.      ძეგლის ისტორიის და თქმულებების  შესახებ ინფორმაციის მოიძიება ინტერნეტიდან.
აქტივობა 2. თითოეული ჯგუფი დავალების შესრულების შემდეგ იწყებს სხვა დავალებაზე მუშაობას. ყველა ჯგუფი სხვადასხვა დდროს მუშობას ერთიდაიგივე დავალებაზე
აქტივობა3. მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება:
·         წარმოადგინოს ციხის ძირითადი ცალკეული ნაგებობების შესახებ შემდეგი მონაცემები: სიგრძე, სიგანემ , სიმაღლე, ფართობი, მოცულობა და გემოეტრიული ფორმები
·         წარმოადგინოს ინფორმაცია ნოღის ციხის შესახებ და ხალხში არსებული თქმულებები ამ ციხესთან დაკავშირებით

აქტივობა 4. პრეზენტაციის მომზადება
  პრეზენტაციას ამზადებენ კვლევის შესახებ.

აქტივობა 5. პრეზენტაციის წარდგენა ჯგუფების მიერ

აქტივობა 6. შეჯამება
 პრეზენტაციის და ჯგუფების მუშაობის  შეჯამება და დასკვნების გამოტანა.
საჭირო რესურსები
სიგრძის საზომი ხელსაწყო, შვეული , თარაზო , თოკი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი , პროექტორი პრეზენტაცისათვის. საწერი მასალა, თაბახის ფურცლები.
კავშირი სხვა საგნებთან
გეოგრაფია,გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები. ისტორია ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.  ისტ ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
პროექტის ხელმძღვანელი
ირაკლი დამენია
ელ.ფოსტა
dameniairakli@gmail.com
ბლოგი
Dameniairakli. blogspot.com